სარუსოს საჯარო სკოლას წამყვანი მასწავლებელი შეემატა -ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - მაია ბურდიაშვილმა სტატუსი აიმაღლა 
29-09-2023

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარუსოს საჯარო სკოლაში ენერგიულად და პოზიტიურად დაიწყო სასწავლო წელი.

სკოლას წამყვანი მასწავლებელი შეემატა. სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - მაია ბურდიაშვილმა წამყვანის სტატუსი მოიპოვა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მისი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა. ​

სკოლაში პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

შეგახსენებთ, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.​

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203