
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები აქტიურად აღინიშნება.
მათ შორის, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა მშვიდობის საერთაშორისო დღე.
ამ დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლას ასოციაცია „ათინათისგან“ პროექტის - „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“ ფარგლებში საჩუქრად ნერგები გადაეცა. ნერგები სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ აქტიური ჩართულობით სკოლის ეზოში დაირგო.
მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ ისაუბრა ამ დღის მნიშვნელობაზე. ამ დღესთან დაკავშირებით, ასევე მოსწავლეებმა სკოლის ეზოში, როგორც მშვიდობის სიმბოლო თეთრი მტრედი ააფრინეს სამშვიდობო სურვილებთან ერთად.
მშვიდობის საერთაშორისო დღე, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1981 წელს დაარსა, 21 სექტემბერს აღინიშნება. „პატივი მივაგოთ და გავაძლიეროთ იდეები მშვიდობის შესახებ მსოფლიოში“ - ეს იყო დღესასწაულის დაარსების იდეა და მთავარი მიზანი. ოცი წლის შემდეგ კი, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია და 21 სექტემბერი ყოველწლიურ დღესასწაულად გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები: