
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლა ევროპის სპორტის კვირეულს აქტიურად შეუერთდა.
სპორტული კვირეულის ფარგლებში სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ გაიმართა.
შეჯიბრში ყველა კლასი მონაწილეობდა, მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ, ბევრი იაქტიურეს და იხალისეს, გამოვლინდა გამარჯვებულიც.
„ბავშვები დიდი სიხარულით არიან ჩართული, ამ მიმართულებით გამართულ სპორტულ აქტივობებში“,- გვეუბნებიან სკოლაში, სადაც სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: