„აფხაზეთი საქართველოა!“- დარკვეთის საჯარო სკოლის მე-7 კლასში სოხუმის დაცემის დღეს სადამრიგებლო საათი მიეძღვნა
29-09-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს. 

პედაგოგმა, ბელა კაციტაძემ სადამრიგებლო მეშვიდე კლასში ჩაატარა სადამრიგებლო საათი თემაზე - „აფხაზეთი საქართველო არის“!

გაკვეთილზე მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია აფხაზეთი - საქართველოს ურთიერთობების შესახებ, მასწავლებელმა ისაუბრა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თემაზე. მოსწავლეებმა ომის თემაზე წარმოადგინეს ნახატები, შესრულდა სიმღერები აფხაზეთზე, ბავშვებმა ასევე წაიკითხეს ლექსები.

„მეშვიდეკლასელებმა, მასწავლებელთან ერთად, ასევე გაიხსენეს აფხაზეთის ომში დაღუპული თანასოფლელი ნუგზარ ბაქრაძე, რომლის სახელსაც წლების წინ ატარებდა ჩვენი მშობლიური სკოლა“,- გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203