
ქუთაისის N16 საჯარო სკოლა სიამაყით გვაცნობს სამაგალითო მოსწავლე - ბარბარე გიგაშვილს, რომელმაც კემბრიჯის ინგლისური ენის ონლაინ გამოცდაზე საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინა.
ბარბარე X კლასის მოსწავლეა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მან ზაფხულის არდადეგებზე, გადაწყვიტა თავი გამოეცადა ინგლისური ენის ცოდნაში და გავიდა გამოცდაზე.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლემ, გამოცდაზე B1 დონე, საუკეთესო შედეგით დააგვირგვინა და პედაგოგ ნინო ჩიტაიშვილის შრომა და ამაგი სათანადოდ დააფასა.
მოპოვებული შედეგისთვის, ბარბარემ მუდმივი სერტიფიკატიც მოიპოვა.
სკოლაში დიდი სიყვარულით ულოცავენ მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას და პედაგოგს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობას უხდიან.
„ბაბიმ, სამომავლოდ გზა გაიკაფა მაღალი მწვერვალებისკენ. მადლობა, ნინო მასწავლებელს უანგარო შრომისთვის და ბარბარეს - სკოლის წარმოჩენისთვის!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: