
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვითი საქმიანობით გამოირჩევიან. სკოლაში მუშაობს ბუნების დამცველთა ჯგუფი - „რეინჯერები“, რომლის მოსწავლეებიც ბუნებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ბუნების დამცველთა ჯგუფი აქტიურად შეუერთდა დასუფთავების მსოფლიო კვირეულს. კლუბ „რეინჯერების“ წევრებმა დაასუფთავეს სკოლის ეზო და მისი მიმდებარე ტერიტორია.
კლუბის ხელმძღვანელი ბიოლოგიის მასწავლებელი ნატო შვანგირაძე გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: