წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზ თანატოლებს წერილები მისწერეს
29-09-2023

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს. 

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა, მოსწავლეებმა ამ დღის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და აღნიშნეს, რომ აფხაზეთი საქართველოა. 

„27 სექტემბერია... 30 წელი გასულა სოხუმის დაცემიდან... დღესაც ისაუბრეს ჩემმა მოსწავლეებმა ამ ტრაგიკული მოვლენის შესახებ, მისწერეს წერილები აფხაზ თანატოლებს; წაიკითხეს ლექსები აფხაზეთზე... ვინახავთ იდეას ჩვენი ერთიანობისა... იქნებ როდესმე საპასუხო წერილებიც მივიღოთ... იქნებ შევძლოთ ვაპატიოთ ერთმანეთს... იქნებ აღდგეს ერთიანობა ... “, - გვიყვება წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგი, რომელიც მოსწავლეებს სწორ ფასეულობებს ასწავლის.

30 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203