კაკლიანის საჯარო სკოლის II-IV კლასების მოსწავლეებმა ვიზუალური პროგრამირების შესწავლა დაიწყეს
28-09-2023
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკლიანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნავენ. სკოლაში ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, 2023-2024 სასწავლო წლიდან, II-IV კლასებში მოსწავლეებმა კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე ვიზუალური პროგრამირების (Scratch) შესწავლა დაიწყეს.
მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.