„გედის სიმღერა“- იფარის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე მოსწავლეთა შექმნილი მინიატურით გაიხსენეს
28-09-2023
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს.

სკოლაში ამ თარიღის შესახებ ისაუბრეს, მოსწავლე-მასწავლებლებმა აზრები გაცვალეს და ისურვეს, რომ მალე აფხაზეთში დავბრუნებულიყავით. აღსანიშნავია, რომ მათ გასული სასწავლო წლის აპრილში, მხატვრულ მინიატურა - „გედის სიმღერა“, პროექტისათვის - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“, შექმნეს. 

ამჯერადაც, სწორედ ამ მინიატურით გაიხსენეს აფხაზეთი. 

„ოცდაათი წელი სოხუმის გარეშე.
ამ დღეს, უპირველეს ყოვლისა, ჯვართამაღლების დღესასწაულს ვულოცავთ ჩვენი სკოლის დიდ-პატარა ერთურთს და მერე თუკი რამეს ვსურვილობთ ხოლმე საუკეთესოს, ესაა - აფხაზეთი დაბრუნებოდეს დედასამშობლოს წიაღს მალე“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203