ნატახტრის საჯარო სკოლაში, სასკოლო სპორტული კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა სპორტული შეჯიბრი გაიმართა
28-09-2023
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტრის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლა სასკოლო სპორტული კვირეულს შეუერთდა. კვირეულს მასწავლებლები - მალხაზ ნოზაძე და თემურ ოქრუაშვილი ხელმძღვანელობენ.
მასწავლებლებმა მონაწილეებს სპორტული კვირეულის მნიშვნელობა და აქტუალურობა გააცნეს. მოსწავლეები ერთმანეთს მინი ფეხბურთში შეეჯიბრნენ, გაიმართა „მხიარული სტარტები“, ასევე, შეჯიბრი სხვადასხვა დისტანციაზე სირბილში და ბაგირის გადაწევაში.
აღნიშნული სპორტული კვირეული 25 სექტემბერს დაიწყო და 29 სექტემბერს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადისა და ევროპის სასკოლო სპორტული დროშების აღმართვით, საზეიმო ვითარებაში, დასრულდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა