ჭალეს თემის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ზღაპრული დახვედრა მოუწყვეს
28-09-2023
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლ წელი საზეიმოდ, სახელმწიფო ჰიმნის გაჟღერებითა და დროშის აღმართვით დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ სადღესასწაულოდ მორთული სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ. 

დიდი სიყვარულით მიიღეს პირველკლასელები, რომელთაც კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ. მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ.

„წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203