იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეორად ნივთებს ახალი სიცოცხლე აჩუქეს
28-09-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად აცნობიერებენ.

28 სექტემბერი „მწვანე მომხმარებლის“
დღეა, ამასთან დაკავშირებით, სკოლაში მოსწავლეების დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო. აღსანიშნავია, რომ თითოეული ნივთი მეორადი ნარჩენებისაგან იყო დამზადებული.

როგორც სკოლაში ამბობენ, ბავშვებმა ნივთებს ახალი სიცოცხლე აჩუქეს. მათი მიზანი დედამიწის ეკოსისტემის დაცვა, ტყეების მართვა-მოვლა, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და ბუნების მიმართ სიყვარულით მოპყრობაა. 

მათი თქმით, ჯანსაღი გარემოს შენარჩუნება ასეა შესაძლებელი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203