ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეებს პედაგოგებმა გულთბილი დახვედრა მოუწყვეს
28-09-2023
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო. 

მასწავლებლები მონატრებულ მოსწავლეებს მოუთმენლად ელოდნენ. გულთბილი დახვედრა მოუწყო მე-10 კლასელებს პედაგოგმა, მათ სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, ისაუბრეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

სკოლაში მთელი დღის განმავლობაში საზეიმო განწყობა იყო. აღიმართა საქართველოს დროშა და ეროვნული ჰიმნი გაღერდა. სასკოლო საზოგადოების წევრები კი 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ. 

„წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203