საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ღონისძიებით დაიწყო
28-09-2023
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი წარმატებით დაიწყო. 

საზეიმოდ მორთული სკოლის კარი მოსწავლეებმა ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც. მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ.

„ძვირფასო მასწავლებლებო, მოსწავლეებო და მშობლებო დიდი სიყვარულით გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ბედნიერების, წარმატებისა და უამრავი სიახლის მომტანი წელი ყოფილიყოს... ღონისძიების დაწყებამდე სევდანარევი სიყვარულით გავიხსენეთ ყველასათვის საყვარელი ეკა მასწავლებელი, უფალს ებარებოდე, დიდო ტკივილო“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203