ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო
28-09-2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი მოსწავლე-მასწავლებლებმა დიდი ენთუზიაზმით დაიწყეს. 

პედაგოგები ბავშვებს სკოლაში დიდი სიყვარულით შეეგებნენ. მათ საკლასო ოთახები საზეიმოდ, სხვადასხვა დეკორაციით მორთეს, რამაც მოსწავლეების განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

მათ მასწავლებლებს ყვავილები მიართვეს და ამით პატივისცემა გამოხატეს, ბოლოს კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

კლასში ამ დღეს სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი სიხარულითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

დირექცია და პედაგოგები ბავშვებს სწავლის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავენ, მათ საინტერესო, წარმატებულ წელს უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203