აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს
28-09-2023

აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა 1993 წლის 27 სექტემბერი გაიხსენეს და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა აფხაზეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს - მათი სული უკვდავჰყვეს.

პედაგოგები ბავშვებს 30 წლის წინ მომხდარი ტრაგიკული მოვლენების შესახებ ესაუბრნენ, მათ ისტორიული ფაქტები გააცნეს და აღნიშნეს, რომ ეს ისტორიული დღე არ უნდა დაივიწყონ.

„27 სექტემბერი თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის ეროვნული გლოვის და უდიდესი ტრაგედიის დღეა. ეს დღე არის სოხუმის დაცემის დღე. დაპირისპირებამ განუზომელი დანაკარგი მოუტანა აფხაზეთის საზოგადოებას. ჩვენ პატივი მივაგეთ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას. შეიარაღებულმა მოქმედებებმა შეიწირა მრავალი ღირსეული თანამოქალაქის სიცოცხლე კონფლიქტის ორივე მხარეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203