ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს
28-09-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. შესაბამისად, მოსწავლეები ბუნებაზე ზრუნვით გამოირჩევიან და გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი. 

ამჯერად, ქსოვრისის საჯარო სკოლის  X, XI კლასის მოსწავლეებმა დასუფთავების მსოფლიო დღე აღნიშნეს და ამ გარემოსდაცვითი დღესასწაულის ფარგლებში სოფელში დასუფთავების აქცია მოაწყვეს.

ბავშვებმა  ხალისით დაასუფთავეს სკოლის და სოფლის მიმდებარე ტერიტორია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203