გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა 
28-09-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტული ცხოვრების პოპულარიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, ამ მიზნით კი, არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება. 

შესაბამისად, სკოლა სასკოლო სპორტის კვირეულს ენთუზიაზმით შეუერთდა. კვირეულის ფარგლებში, მასწავლებელმა - გიორგი თათენაშვილმა, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სპორტულ-გასართობი შეჯიბრი „მხიარული სტარტები“ მოაწყო. 

მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ, ბევრი იხალისეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

სკოლაში პედაგოგ გიორგი თათენაშვილს სპორტული ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობას უხდიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203