გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ლექცია ჩატარდა
28-09-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან მასწავლებლებმა, ამ დღესთან დაკავშირებით, მცირე ლექცია ჩაატარეს. მათ საინტერესო ინფორმაციები მოიძია და ბავშვებს 1993 წლის 27 სექტემბრის ისტორიული მოვლენები უკეთ გააცნო.

„ბავშვებმა მასწავლებლების დახმარებით დახატეს ერთიანი საქართველოს რუკა სახელწოდებით, - „ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს!“, რისთვისაც მადლობა პედაგოგებს - ფატის, თამარს, მადონას!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

30 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას 27 ივლისს სოჭში ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ დადებული შეთანხმება უძღოდა, თუმცა აფხაზური მხრიდან ის 16 სექტემბერს დაირღვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203