მიქავას თემის N1 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს
28-09-2023
ჟორჟი კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N1 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს. 

27 სექტემბერს, აფხაზეთის დაცემიდან 30 წელი გავიდა - მოსწავლეებმა უახლესი ისტორიის ამ ტრაგიკული დღის შესახებ ისაუბრეს. კლასში მოეწყო პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო ამ დღის ამსახველი ფოტოები. 

პედაგოგმა ბავშვებს კიდევ ერთხელ აუხსნა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ის, რომ ყველას ახსოვდეს 1993 წლის 27 სექტემბერი.

„ჩვენ გვახსოვს აფხაზეთი, ჩვენ გვტკივა სოხუმი, დიდება გმირებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, პედაგოგები და დირექტორი გურანდა საჯაია საქართველოს ისტორიაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებსა და თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ და მათ ყურადღების გარეშე არ ტოვებენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203