როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დაჯილდოებას დაესწრნენ მე-7 კლასის მოსწავლეებიც, რათა მათთვის, შემდგომი წარმატებისთვის მოტივაციის მიმცემი ყოფილიყო.
სკოლაში მოსწავლეებს კუთვნილი ჯილდოს მიღებას ულოცავენ და უსურვებენ, ისეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა როგორც დღემდე.
„ვამაყობთ ბავშვებო თქვენით და კიდევ უამრავ წარმატებას გისურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.