აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს
27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა, ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში აქტივობები გაიმართა.
სკოლაში საქართველოს დროშა დაუშვეს და ომში დაღუპულ გმირებთა ხსოვნას პატივი მიაგეს. გარდა ამისა, მოსწავლეები და მასწავლებლები ბორჯომში, აფხაზეთში დაღუპულ გმირთა მემორიალს ესტუმრნენ. მათ მეორიალი ყვავილებით შეამკეს. პედაგოგმა ფიქრია სტურუამ კი ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც სკოლაში ამბობენ მოსწავლეებმა აფხაზეთის მკვიდრის, ყოფილი პედაგოგის, ალექსანდრე წიქარიშვილის ლექსები წიგნიდან - „მე ყველა ქართველს ვეძახი" წაიკითხეს.
„მათ წაიკითხეს ნაწყვეტები:
„ღმერთო მაღალო, შენ გევედრები,
გთხოვ დამაბრუნე მშობელ მიწაზე"....
ბავშვები გრძნობით განაგრძობდნენ:
„ცხუმ-აფხაზეთში სანთლებს ავანთებ,
ილორის ხატს კი ჩავეკონები“
ავტორის სიტყვებმა ბავშვებზეც და უფროსებზეც იმოქმედა, ყველამ გულში გავიფიქრეთ, რომ უფალმა გვაღირსოს მშობლიურ მიწაზე მალე დაბრუბნება“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: