თბილისის N117 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ
28-09-2023
თბილისის N117 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც ზოგადი განათლების საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს, პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლაში მოსწავლეებს კუთვნილი ჯილდოს მიღებას ულოცავენ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ.
„ვულოცავთ, თითოეულ მათგანს და ვუსურვებთ მომდევნო საფეხურის ასევე წარმატებით გავლას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა