„აფხაზეთი საქართველოა!“ - წყალტუბოს N1 სკოლის VI კლასში სოხუმის დაცემის დღეს კლასის საათი მიეძღვნა
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა აქტივობა გაიმართა.
VIგ კლასში, დამრიგებელ მანანა წულაიას ხელმძღვანელობით კლასის საათი - „აფხაზეთი საქართველოა!“ ჩატარდა. მომხსენებლებლები ამავე კლასის ის მოსწავლეები იყვნენ, რომელთა მშობლები და ბებია-ბაბუები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულნი არიან. მოსწავლეებმა აფხაზეთის ომი და მისი მძიმე შედეგები მიმოიხილეს, აზრი დააფიქსირეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„კლასის საათი დასრულდა იმედიანი განწყობით, რომ საქართველო დაიბრუნებს მის დაკარგულ ტერიტორიას და ჩვენი აფხაზური ცეკვა იქნება ფრთებშესხმული მშობლიურ მიწა-წყალზე“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: