წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
28-09-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული. 

სოხუმის დაცემის დღიდან 30 წელი გავიდა, ამასთან დაკავშირებით კი, პედაგოგმა თამილა თუთბერიძემ სადამრიგებლო კლასში კლასის საათი თემაზე - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ ჩაატარა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ, შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, საინტერესოდ ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

მოსწავლეებმა ომში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

„აფხაზეთის შესახებ მათ მხოლოდ გადმოცემით იციან, ამიტომ ვთხოვე მოეძიებინათ ინფორმაციები, შეექმნათ ნახატები და გვესაუბრა. ბავშვებმა დიდი ინტერესით შეასრულეს დავალება, წარვმართეთ დიალოგი, თათულიმ ლექსიც კი შემოგვთავაზა, გურამმა სიმღერა, დიდი ინტეტესით უსმენდნენ ჩემს მიწოდებულ ინფორმაციას. წუთიერი დუმილით პატივი სცეს ომში დაღუპულ გმირებს. მე მჯერა, რომ ეს ბავშვები ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ თავიანთ სიტყვას იტყვიან მომავალში“,- ამბობს მასწავლებელი თამილა თუთბერიძე. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203