27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. ეს დღე, თბილისის N219 საჯარო სკოლაში, დილის ხაზზე მოსწავლეებმა გაიხსენეს.
მე-8ბ კლასის მოსწავლეებმა კი სკოლის ბიბლიოთეკაში წარმოადგინეს პრეზენტაცია - „გვახსოვდეს აფხაზეთი“.
მოსწავლეებმა 1993 წლის 27 სექტემბრის ტრაგიკულ მოვლენებზე ისაუბრეს, აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და აღნიშნეს, რომ აფხაზეთი საქართველოა.
„ეს დღე არის უმძიმესი, ტკივილიანი დღე, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს უმძიმესი ტრაგედიაა, როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
თბილისის N219 საჯარო სკოლის მოსწავლეები იმედს გამოთქვამენ, რომ მათი თაობა აუცილებლად დაბრუნდება აფხაზეთში.
„ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამზრდელო,
ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი უსაქართველოდ“,- ასეთია პატრიოტული სულით გულანთებული მოსწავლეების სულისკვეთება.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: