
ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისის N106 საჯარო სკოლის მოსწავლეები, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის მარიამ ალადაშვილს, ლიზი მხატრიშვილს, მარიამ ჩოფლიანს, ნინო მენთეშაშვილს, მარიამ გორდულაძეს, ანანო სალაძეს, ლეილა-ანნა ბესელიასა და მარიამ ბრეგვაძეს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლაში მოსწავლეებს კუთვნილი ჯილდოს მიღებას ულოცავენ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ.
„ჩვენს წარჩინებულ მოსწავლეებს - მარიამ ალადაშვილს, ლიზი მხატრიშვილს, მარიამ ჩოფლიანს, ნინო მენთეშაშვილს, მარიამ გორდულაძეს, ანანო სალაძეს, ლეილა-ანნა ბესელიას, მარიამ ბრეგვაძეს, ვულოცავთ, საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ წინსვლას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: