თბილისის N89 საჯარო სკოლაში მასწავლებლის მომზადების პროგრამის სტუდენტებს უმასპინძლეს
თბილისის N89 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლას კავკასიის უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების პროგრამის სტუდენტები ესტუმრნენ. როგორც მათ თქვეს, ამ დღემ თითოეული მათგანი მომავალ პროფესიაზე მეტად დააფიქრა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის N89 საჯარო სკოლა ის ადგილია, სადაც ახალგაზრდების წარმატებულ მომავალზე, მათ განვითარებასა და მოტივირებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. სტუდენტებისთვის ეს დღე განსაკუთრებით ემოციური იყო. პირველკლასელებთან შეხვედრის დროს გამოწვეული ემოციები მათ დიდხანს გაყვებათ და როგორც თვითონ აღნიშნავენ, მეტად დააფიქრა ისინი ამ დღემ მომავალ საქმიანობაზე.
ჩვენი სკოლა აქტიურად თანამშრომლობს კავკასიის უნივერსიტეტთან და ეხმარება სტუდენტებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ სასკოლო ცხოვრებაში. ეს მათი მომავალი პროფესიული ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
მადლობას ვუხდით კავკასიის უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების პროგრამის ხელმძღვანელობას თანამშრომლობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: