
თბილისის N74 საჯარო სკოლას ოთხი წამყვანი მასწავლებელი შეემატა.
სტატუსი ნანა წიკლაურმა, ნინო ლურსმანაშვილმა, ნინო ყამბარაშვილმა და ეკატერინე ხარიტონიშვილმა აიმაღლეს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მათი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა.
სკოლაში პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ.
„ვულოცავთ, ნანა წიკლაურს, ნინო ლურსმანაშვილს, ნინო ყამბარაშვილსა და ეკატერინე ხარიტონიშვილს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას.
კოლეგებო, სასკოლო საზოგადოება თქვენ პროფესიონალიზმისა და პიროვნულ ღირსებებს ისედაც აღიარებდა, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა, როცა ამას სახელმწიფოებრივი დაფასება აქვს. წარმატებებს გისურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.