ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მოგზაურობა წიგნიერების სამყაროში
28-09-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაიწყო. 

სწავლას მოწყურებული მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისით ჩაერთნენ, მათ სასწავლო მოტივაციაზე კი პედაგოგებმა აქტიურად იზრუნეს. 

პედაგოგი ლუიზა ფირცხელავამ არდადეგებიდან დაბრუნებულ მოსწავლეებს მეტად საინტერესო აქტივობა შესთავაზა. 

​მე-4 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს არდადეგებზე წაკითხული წიგნების, ზღაპრების, ისტორიული მოთხრობების შესახებ, გააანალიზეს მხატვრული ტექსტები, დაახასიათეს პერსონაჟები.

„ჩემი მიზანი იყო მოსწავლეებს შეძლებოდათ ლიტერატურული გამოცდილების მიღება, სიამოვნების განცდა, დასკვნების გამოტანა, ძირითადი საკითხების მიგნება, ცოდნის კონსტრუირება, გამთლიანება-რეფლექსია.​ მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაციები, გამოავლინეს შემეცნებითი შესაძლებლობები, კრიტიკული აზროვნება. „ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი“,- გვეუბნება გაკვეთილის ხელმძღვანელი და დასძენს, რომ მოსწავლეთა წიგნიერების სამყაროში მოგზაურობა გრძელდება. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203