ბორბალოს საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
28-09-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს. 

სასკოლო საზოგადოებამ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მოსწავლეებმა და პედაგოგებმა სოხუმის დაცემის დღის შესახებ ისაუბრეს, აზრი დააფიქსირეს და საქართველოს დროშა ააფრიალეს. 

„27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა, ჩვენს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღია. ეს არის დღე, რომელიც არასოდეს მიეცემა დავიწყებას. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს მომხდარი ტრაგიკული მოვლენები და პატივი მიაგეს დაღუპულებთა ხსოვნას“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203