ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთის ომში დაღუპულ გოჩა ელბაქიძის ხსოვნას პატივი მიაგეს
28-09-2023

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულ გოჩა ელბაქიძის ხსოვნას.

გოჩა ელბაქიძე იყო ზემო ხვედურეთის მკვიდრი და ამავდროულად სკოლის ყოფილი, ღვაწლმოსილი პედაგოგის - ეთერ აკოფაშვილის შვილი. ოჯახს მიღებული აქვს ბევრი მადლობა გოჩას სახელზე, იგი დაჯილდოებული იყო ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

ბავშვებმა ყვავილებით შეამკეს გმირის საფლავი და წაიკითხეს პატრიოტული თემატიკის ლექსები.

ღონისძიებას დაესწრო სკოლის დირექტორი ბატონი არჩილ სადუნაშვილი, რომელიც ბავშვების გოჩას გმირული ბრძოლის შესახებ მოუყვა. ღონისძიებაში ასევე აქტიურად იყვენენ ჩართულნი დაწყებითი კლასის პედაგოგები - მზია ჯავახიშვილი, ნანი კარელიძე, შორენა საბანაძე, ქეთინო გეგელაშვილი, სოფო მსხალაძე. ციური სადუნაშვილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203