ნამაშევის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა
28-09-2023

15 სექტემბერს, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეებს დირექცია და პედაგოგები საზეიმოდ დახვდნენ. 

მოსწავლეებისთვის სადღესასწაულო გარემოს შექმნის მიზნით, მასწავლებლებმა საკლასო ოთახები ლამაზად მორთეს.

სკოლამ განსაკუთრებული დახვედრა პირველკლასელებს მოუწყო, მათ კუთვნილი კომპიუტერები და სახელმძღვანელოები გადაეცათ.

მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლის დირექტორმა, მინდია გველებიანმა მიულოცა და ბედნიერი და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.

საზეიმო გარემოს შექმნისთვის უფროსმაკლასელებმაც იზრუნეს, ისინი სასკოლო საზოგადოების წინაშე ლექსებითა და ქორეოგრაფიული ნომრებით წარდგენენ.

სასწავლო წლის დაწყება სასკოლო საზოგადოებამ ერთად იზეიმა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203