მარაბდის საჯარო სკოლის სამ წარჩინებულ მოსწავლეს კომპიუტერი საზეიმოდ გადაეცა 
28-09-2023

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც ზოგადი განათლების საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს - თაკო ფიჩხულაშვილს, ნინი ლიპარტელიანსა და ნინო კენკებაშვილს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტატული კომპიუტერები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ. 

სკოლის დირექტორი თამრიკო ფიჩხულაშვილი და პედაგოგები მოსწავლეებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და უსურვებენ, ასეთივე წარმატებითა და შემართებით გააგრძელონ სწავლა. 

„სკოლის დირექტორი თამრიკო ფიჩხულაშვილი და პედაგოგები ვულოცავთ, დამრიგებელს - ნათია როსტომაშვილს და მის მოსწავლეებს და ვუსურვებთ ულევ წარმატებას“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203