
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლაში სპორტული ცხოვრების მნიშვნელობა კარგად ესმით, შესაბამისად მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი დრო და ყურადღება ეთმობა.
სკოლა აქტიურად შეუერთდა ევროპის სასკოლო სპორტის კვირეულს.
25 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით სკოლაში იმართება სპორტული კვირეული და შიდასასკოლო ღონისძიებები, რომლებშიც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ყველა ბავშვი თანაბრად შეძლებს შესაძლებლობების გამოვლენას.
კვირეულის ფარგლებში, 25 სექტემბერს ჩატარდა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილი, 26 სექტემბერს 3/3 კალათბურთში შეჯიბრი, 27 სექტემბერს მოსწავლეებმა მაგიდის ჩოგბურთი ითამაშეს, დღეს კი ფრენბურთში გამოსცდიან შესაძლებლობებს, 29 სექტემბერს ევროპის სასკოლო სპორტის დღეს კვირეული სპორტულ-გასართობი შეჯიბრით - „მხიარული სტარტები“ დაგვირგვინდება.
„წინ ევროპისკენ“,-აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: