გეჯეთის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღეს საინტერესო პროექტი მიეძღვნა
28-09-2023
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, პროექტი - „ეროვნული გმირი: ჟიული შარტავა... სოხუმის დაცემა“ განხორციელდა.
პროექტს მე-4 კლასის დამრიგებელი ნატალია სახოკია ხელმძღვანელობდა, რომლის დახმარებითაც მოსწავლეებმა ამ დღის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღეს.
„ბავშვებმა ისაუბრეს ჩვენი დროის ეროვნულ გმირზე - ჟიული შარტავაზე და სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს. წაიკითხეს წერილები, სადაც აღწერილი იყო ჟიული შარტავას საოცარი სიყვარული სამშობლოსადმი, მომავალი თაობებისადმი“, - გვიყვებიან სკოლაში.
მათ ასევე მოხატეს სკოლის მოედანი სიტყვებით, „აფხაზეთი ჩვენი ტკივილია“.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - მარიამ ბესიაშვილმა კი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, საინტერესო აქტივობებით მოსწავლეებისთვის უფრო გასაგები გახადა აფხაზეთის დაცემის ისტორია. ბავშვებმა, მასთან ერთად, თემატური პოსტერი - „ენგურს გაღმა და გამოღმა საქართველოა, შურიგე (სულო)!“ შექმნეს.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესით ჩაერთნენ და ცოდნა აიმაღლეს.
30 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას 27 ივლისს სოჭში ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ დადებული შეთანხმება უძღოდა, თუმცა აფხაზური მხრიდან ის 16 სექტემბერს დაირღვა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა