თბილისის N129 სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პორტაბელური კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ
28-09-2023
თბილისის N129 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც ზოგადი განათლების საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს, დაჯილდოვდნენ.
სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის, მოსწავლეებს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლაში მოსწავლეებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და უსურვებენ, ისეთივე შემართებით გააგრძელოს სწავლა, როგორც დღემდე.
„გილოცავთ! მომავალშიც მრავალ წარმატებას გისურვებთ“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.