თბილისის N177 სკოლის მოსწავლეებმა, საგანმანათლებლო ტრენინგის გავლის შემდეგ, საინტერესო სასკოლო პროექტი შეიმუშავეს
28-09-2023

თბილისის N177 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად არიან ჩართულნი. 

ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის“ ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, „მოხალისე თანასწორ-განმანათლებელთა“ პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა - ანუკა წამალაიძემ, ანა ოდიშელიძემ ,მარიამ მეხუზლამ და მელანო ჯულაყიძემ მონაწილეობა მიიღეს 3-დღიან საგანმანათლებლო ტრენინგში.

მიღებული გამოცდილებისა და ცოდნის შედეგად, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა შეიმუშავეს სასკოლო პროექტი, რომლის მიზანია მოსწავლეებში სასიცოცხლო უნარების განვითარება.

აღნიშნული პროექტი სკოლაში მიმდინარე სასწავლო სემესტრში განხორციელდება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203