
გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლაში 1993 წლის 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს.
მე-3დ კლასის მოსწავლეებმა ამ ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებით, დამრიგებლის - ნინო გარუჩავას ხელმძღვანელობით, დოკუმენტური ფილმი ნახეს. მათ ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ისტორიული ფაქტები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
მოსწავლეებმა ასევე კედლის გაზეთი - „ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში“ შექმნეს და ამ ტრაგიკული დღის მნიშვნელობა უკეთ გაითავისეს.
აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები მუდამ აღინიშნება.
იხილეთ ვიდეო: