
გორის N3 საჯარო სკოლას 31 წარჩინებული მოსწავლე ჰყავს, რომლებსაც სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს ჯილდო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში ერგოთ.
სკოლა ამაყია მოსწავლეთა მიღწევით, მათ წინსვლასა და წარმატებას უსურვებს.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: