ტეზრის საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ორაშვილი საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კომპიუტერით დაჯილდოვდა
28-09-2023

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზრის საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ორაშვილს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერი გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში  დაჯილდოვდა.

სკოლაში, მოსწავლეს დიდი სიამაყით ულოცავენ მიღწეულ წარმატებას და მას წინსვლას უსურვებენ. 

„ჩვენი სკოლის საამაყო მოსწავლეს - ელენე ორაშვილს ვულოცავთ საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებას და დამსახურებულ ჯილდოს!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203