პირველი მაისის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა 
28-09-2023
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში, ახალი სასწავლო წელის დაწყება საზეიმოდ აღინიშნა. 

სკოლაში, მონატრებულ მოსწავლეებსა და პედაგოგებს დიდი სიყვარულით შეეგებნენ, პირველკლასელებს კი, სასკოლო ცხოვრების დაწყება მიულოცეს. 

მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა, ახალი სასწავლო წელი, ახალი შემართებით, ამაღლებული განწყობით, გაორმაგებული ენთუზიაზმითა და დიადი გეგმებით დაიწყეს. 

სკოლის ადმინისტრაცია, სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას, მათ წინსვლასა და საერთო საქმეში წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203