„ჩვენ გვახსოვს, ჩვენ გვტკივა!“ - პატარა ფოთის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს 
28-09-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის საჯარო სკოლაში, საქართველოს უახლეს ისტორიაში, ტრაგიკული დღე 27 სექტემბერი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.  

სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა, პატარა ფოთის საჯარო სკოლაში კი, ამ დღესთან დაკავშირებით, პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული აქტივობები მოეწყო. 

მოსწავლეებმა, მათ მიერ შექმნილი ნახატებით, პლაკატებითა და პოსტერებით, ტრაგიკული მოვლენებისადმი საკუთარი დამოკიდებულება გამოხატეს.

პედაგოგებმა, მოსწავლეებთან ერთად, აფხაზეთის ომის რეალური სურათის ამსახველი დოკუმენტური კადრები ნახეს და კიდევ ერთხელ, განიცადეს ის დიდი ტკივილი, რომელიც 30 წლის შემდეგაც არ განელებულა. 

აღსანიშნავია, რომ გაიმართა შეხვედრა ამავე სკოლის იმ მასწავლებლებთან, რომლებსაც აფხაზეთის ომის გამო მშობლიური სახლების დატოვება მოუწიათ. ისინი მოსწავლეებს, აფხაზეთის ომთან დაკავშირებულ, საკუთარ ისტორიებზე ესაუბრნენ და დასმულ კითხვებს უპასუხეს.

„ჩვენ გვახსოვს, ჩვენ გვტკივა და ჩვენ უნდა დავიმსახუროთ აფხაზეთში დაბრუნება!“ - ამ ფრაზით დასრულდა საქართველოს დიდი ტკივილის - სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი დღე. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203