ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ წერეთელი წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერით დაჯილდოვდა 
28-09-2023

ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ წერეთელი, რომელმაც ზოგადი განათლების საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულა, კომპიუტერით დაჯილდოვდა. 

მარიამ წერეთელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჩუქრი სხვა წარჩინებულ მოსწავლეებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, რამაზ შიოშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა საზეიმოდ გადასცეს. 

მოსწავლეებს ჯილდო პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში ერგოთ. 

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერება.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203