თბილისის N39 სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ
28-09-2023

თბილისის N39 საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს ჯილდო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“- ფარგლებში გადაეცათ.

სკოლა დიდი სიამაყით გვაცნობს წარმატებულ მოსწავლეებს:

ოთარ მაცაბერიძეს, თეა ჭანტურიას, თეკლა ხურციძეს, ნიკოლოზ ცხოვრებაშვილს, ნინო ალოიანს, ნინო ლეჟავას, ანნა ეზუგბაიას, მარიამ წამალაშვილს, ირმა პატრაკაციშვილს, ალექსანდრე ურიდიას, ვანო ფარჯიკიას, ნიკოლოზ ხუბულავას, ლიზი არჩვაძეს, თეა ნადირაშვილს, მარიამ მაღრაძეს, მარიამ ლეკვეიშვილს, ლუკა წიკლაურს, მარიამ ედიშერაშვილს, ლიზი ბრაგვაძეს, თათია ბორაშვილს და თეონა თვალაბეიშვილს.

სკოლაში, მოსწავლეებს ულოცავენ მიღწეულ წარმატებას და მათ წინსვლას უსურვებენ. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203