ბეჟანოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა მუსიკის შთამბეჭდავი გაკვეთილი
27-09-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის Vl კლასში მუსიკის მეტად საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ მუსიკის პედაგოგი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იურა იაილოიანი გახლავთ, რომელმაც მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილმა მეტად საინტერესოდ ჩაიარა. მასწავლებელი ჯგუფური დავალებებითა და საინტერესო აქტივობის გამოყენებით სრულყოფილად გავიდა შედეგზე.

კლასის სამმა ჯგუფმა, მუსიკის თანხლებით და ქორეოგრაფიული მოძრაობებით, დრამატურგიული და იუმორისტული ნომრები წარადგინეს.

გაკვეთილის ბოლოს, მოსწავლეებმა ურთიერთთანამშრომლობისა და თვითშეფასების საფუძველზე, საუკეთესო ნომერი და როლის საუკეთესო შემსრულებელი ამოარჩიეს.

გაკვეთილი სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203