იანეულის საჯარო სკოლაში ევროპის სპორტის კვირეული მაგიდის ჩოგბურთისა და ბადმინტონის ჩემპიონატებით გაგრძელდა 
27-09-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში, ევროპის სპორტის კვირეულის მესამე დღემაც წარმატებით ჩაიარა.

27 სექტემბერს, სკოლაში მაგიდის ჩოგბურთისა და ბადმინტონის ჩემპიონატები გაიმართა, სადაც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და შემართებით მონაწილეობდნენ.

„ვისწავლოთ გამარჯვება“ - ამ დევიზით, სპორტის მოყვარული მოსწავლეები, სპორტის მასწავლებლის - ზვიად კეკელიძის ხელმძღვანელობით, წინ, მთელი შემართებითა და მონდომებით მიიწევენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მოსწავლეებში სპორტისადმი სიყვარულის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა.

მოსწავლეები არა მხოლოდ სპორტულ აქტივობებში მონაწილეობენ, არამედ ამ კუთხით ცნობიერებასაც იმაღლებენ და ეცნობიან სპორტის სახეობებსა თუ სახელგანთქმულ სპორტსმენებს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203