ეწერის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დიდი შემართებით დაიწყო 
27-09-2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.

სკოლის ადმინისტრაცია, მონატრებულ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დიდი სიყვარულით შეეგება, პირველკლასელებს კი, ცოდნის ტაძარში შებრძანება მიულოცა.

დირექტორი - რობერტ გელოვანი, სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და საერთო საქმეში წინსვლას უსურვებს.

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას: მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენგანისათვის.

განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად შემოაღეს ჩვენი სკოლის კარი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203