წალენჯიხის N7 საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა 
27-09-2023
წალენჯიხის N7 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ, სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშის აღმართვით დაიწყო.

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ. მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ. დიდი სიყვარულით მიიღეს პირველკლასელებიც, რომელთაც კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203