„გვეამაყები“- წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის მენტორმა მასწავლებელმა, სალომე ზარქუამ ინგლისური ენის სწავლების საერთაშორისო სერტიფიკატი მოიპოვა
27-09-2023
ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის ქალაქ წალენჯიხის N4 საჯარო სკოლას განვითარებასა და კარიერულ წინავლაზე ორიენტირებული პედაგოგები ჰყავს. 

ერთ-ერთი მათგანი ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი სალომე ზარქუაა, მისი ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ. პედაგოგმა საკუთარი პროფესიონალიზმი კიდევ ერთხელ დაამტკიცა და კემბრიჯის საერთაშორისო სერტიფიკატის CELTA-ს მფლობელი გახდა. 

სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და ადმინისტრაცია მისი მიღწევით ამაყობს და წინსვლას უსურვებს.

„სალომე გახდა კემბრიჯის საერთაშორისო სერტიფიკატის CELTA-ს მფლობელი, რაც გულისხმობს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ინგლისური ენის სწავლების უფლების მოპოვებას, ვისთვისაც ინგლისური ენა მეორე ენაა!
პროფესიონალი მასწავლებლი ხარისხიანი განათლების საწინდარია! მეოთხე სკოლა ამაყობს თავისი მასწავლებლებით!
სალომე მასწავლებელო, გვემაყები“,- ამბობენ სკოლაში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203